11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს ყველაზე უმნიშვნელო საკითხშიც უჩვეულო სიჯიუტეს და პრინციპულობას იჩენთ, ამის გამო თქვენთან კამათი ძალიან რთულია. ორი-სამი დღის შემდეგ დავის მიზეზი სასაცილოდ მოგეჩვენებათ, ამიტომ წვრილმანების გამო ადამიანების განაწყენება არ ღირს.

კურო

სავარაუდოდ, საკუთარი სტატუსი აღარ გაკმაყოფილებთ, თუმცა ცდილობთ, ეს საჯაროდ არ გამოხატოთ. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს საქმეები მშვენივრად მიდის. ცდილობთ გარშემო მყოფების თვალში საკუთარი იმიჯი აამაღლოთ და დღეს ამის შანსი ნამდვილად გექნებათ. განსაკუთრებით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მოხიბლავთ.

ტყუპები

ტყუპებისთვის დღის თემა შეიძლება იყოს საოჯახო ან საბინაო საკითხი. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ თქვენი იმპულსურობა და ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის წინ დააზუსტოთ ინფორმაცია, ზედმიწევნით მოამზადოთ დოკუმენტები და დაინტერესებულ პირებთან შეათანხმოთ კრიტიკული დეტალები.

კირჩხიბი

ცდილობთ გარშემო მყოფებს საკუთარი, ზოგჯერ სრულიად აბსურდული იდეების მართებულობა დაუმტკიცოთ. ამ დღეს თქვენთან კამათი დროის კარგვაა, რადგან ნახევარი საათის შემდეგ შეიძლება საპირისპიროს მტკიცება დაიწყოთ. გირჩევთ, ეს დღე ბავშვებთან ურთიერთობაში გაატაროთ, მათი დარწმუნება არ გაგიჭირდებათ.

ლომი

საკუთარი მიზნისკენ ჯიუტად მიიწევთ, განსაკუთრებით თუ ეს მიზანი ფულის შეკვრას ჰგავს. არც კი სცადოთ, რომ ლომს თავის გეგმებზე უარი ათქმევინოთ - ის ამას ცუდ ხუმრობად მიიღებს. ლომი თუ უკან იხევს, მაშინ მხოლოდ იმისთვის, რომ მიზანს მეორე მხრიდან მიუახლოვდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლებლობა გაქვთ, რომ ფინანსური მდგომარეობა საფუძვლიანად გააუმჯობესოთ.

ქალწული

მზად ხართ ნემსის ყუნწში გაძვრეთ, რათა გარშემო მყოფები თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ. გაუგებარია, ამის გაკეთება რისთვის გჭირდებათ? იქნებ ჯობს, რომ ეს ენერგია რეალური მიზნების მიღწევაზე დახარჯოთ. მაგალითად, შეფი, რომელზეც თქვენი კარიერა და ხელფასია დამოკიდებული, დაარწმუნოთ, რომ შეუცვლელი ხართ.

სასწორი

შესაძლოა, ამ დღეს საკუთარ თავში უჩვეულო მოქნილობა და დიპლომატიურობა აღმოაჩინოთ. ვიღაცისთვის ეს შეიძლება უპრინციპობას ჰგავდეს, მაგრამ ასე არაა! თუ სასწორი სხვის აზრს ეთანხმება, ამას მხოლოდ მოწინააღმდეგის მოშორების მიზნით აკეთებს. საბოლოოდ მაინც ისე მოიქცევა, როგორც თავად ჩაიფიქრა.

მორიელი

ამ დღემ შეიძლება გაუთავებელ საუბრებში და უსარგებლო დისკუსიებში ჩაიაროს. გამუდმებით საკუთარი სიმართლის მტკიცება თქვენთვის სპორტული ინტერესია და არა პრინციპი. მზად ხართ ნებისმიერი სისულელე ამტკიცოთ, რომლისაც თავადაც არ გჯერათ. ამიტომ თქვენთან კამათი ამ დღეს უსარგებლოა.

მშვილდოსანი

დილიდან ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ და ყველა მიმართულებით აქტიურობთ. უფრო მეტიც, გეჩვენებათ, რომ თქვენი აქტიურობა საკმარისი არაა და ცდილობთ, საკუთარ საქმეებში გარშემო მყოფები ჩართოთ. მთავარია, ეს ძალიან ღიად არ გააკეთოთ და ვერვინ ვერაფერს მიხვდეს, თორემ შეიძლება თქვენთვის მუშაობაზე უარი თქვან.

თხის რქა

ეცადეთ, ბავშვებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ. თუ საკუთარი შვილები არ გყავთ, გირჩევთ ნათესავების, მეგობრების ან მეზობლების ბავშვებთან ერთად გაერთოთ. თუნდაც ასეთ კომუნიკაციას კონკრეტული სარგებელი არ ჰქონდეს, ის თხის რქას დადებითი ენერგიით ავსებს. განა ეს საკმარისი არაა?

მერწყული

ამ დღეს თქვენში არა მარტო დიდი სტრატეგი, არამედ დიდი ტაქტიკოსიც გაიღვიძებს. არც კი იფიქროთ, რომ მერწყულს გზაზე გადაეღობოთ - ამით მხოლოდ პრობლემებს შეიქმნით. დღეს თუ მერწყულმა რამე ჩაიფიქრა, შეეცდება ყველა შესაძლო გზით განახორციელოს, თუნდაც ამისთვის სხვა ადამიანებზე „გადავლა“ დასჭირდეს.

თევზები

ეჭვი, რომელმაც ერთიანად დაგიპყროთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. ვარსკვლავები გირჩევენ გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველი ნაბიჯი ფრთხილად აწონ-დაწონოთ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეჭვის კვალიც არ დარჩება და ვერავინ გაიძულებთ, რომ არჩეული გზიდან გადაუხვიოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები