3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს თქვენს თვალს უმცირესი წვრილმანიც კი არ გამოეპარება. განსაკუთრებით კარგად ადამიანების ნაკლს ამჩნევთ და რასაც მათზე ფიქრობთ, პირდაპირ სახეში მიახლით. ერთი მხრივ, პირდაპირობა შეიძლება გარკვეული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმაროთ, მაგრამ ასევე შეიძლება, ახალი პრობლემები გამოიწვიოს.კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, კომუნიკაცია მინიმუმამდე შეამციროთ და ყურადღება ისეთ საქმეებზე გადაიტანოთ, როგორიც სახლის რუტინა და საყიდლებზე სიარულია.

კურო

ნუ მოდუნდებით - თქვენს ყურადღებასა და წინდახედულობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მთელი დღე ფხიზლად უნდა იყოთ, რათა ვიღაცამ თქვენი უყურადღებობა საკუთარი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს.

ტყუპები

ფრთხილად იყავით - შეიძლება მწვავე კრიტიკის ან ზეწოლის ობიექტად იქცეთ. არ არის გამორიცხული, რომ სადავო საკითხების განხილვაში ჩაგითრიონ. გაუგებრობა შეიძლება ტყუპების ფულს და ქონებას უკავშირდებოდეს, თუმცა შესაძლებელია სამსახურთან დაკავშირებული კონფლიქტები და სხვა დაპირისპირებაც.
ეცადეთ დიპლომატიური თვისებების წყალობით, მწვავე საკითხების განხილვას თავი აარიდოთ, სადავო საკითხების განხილვა კი უკეთეს დრომდე გადაიტანეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ხართ – ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობთ. რამდენიმე საქმესთან ერთდროულად გამკლავებას ცდილობთ და სხვა ადამიანებში ენთუზიაზმის ნაკლებობას საბოტაჟად მიიჩნევთ.
რაც შეეხება გარშემომყოფებს,
თქვენს მბრძანებლურ ტონთან შეგუება უჭირთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შედეგის მისაღწევად მეტი მოქნილობა უნდა გამოიჩინოთ.

ლომი

ამ დღეს შესაძლებლობა გაქვთ, რომ საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონია იგრძნოთ! მეტს ისმენთ და ნაკლებს ლაპარაკობთ, ამასთან თანამოსაუბრის განწყობას შესანიშნავად გრძნობთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკამათო საკითხების გასარკვევად გულწრფელად ისაუბროთ, პატიება ითხოვოთ ან სიყვარული აუხსნათ.
ლომის გულწრფელობას სასწაულების მოხდენა შეუძლია, ეს თქვენი ჯადოსნური გასაღებია, რომელიც ნებისმიერი ადამიანის სულს ერგება.

ქალწული

ჰოროსკოპი საშუალებას გაძლევთ, ვიღაცის ან რაღაცის შესახებ აზრი მკვეთრად შეიცვალოთ. შესაძლოა ამის მიზეზი ახალი ინფორმაცია ან თქვენივე ლოგიკური დასკვნა იყოს.
ასეა თუ ისე, მზად იყავით იმისთვის, რომ ყველაზე ურყევი რწმენაც კი ზოგჯერ შეიძლება შეიცვალოს.

სასწორი

ამ დღეს ისეთი პედანტური და ყურადღებიანი ხართ, როგორც არასდროს! თქვენს მზერას არაფერი გამოეპარება. ჰოროსკოპი შესანიშნავ შესაძლებლობებს გპირდებათ საქმეში, რომელიც ყურადღების სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. სამაგიეროდ, ირგვლივ მყოფებთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ - საკუთარ ფიქრებში ისე ხართ ჩაფლული, რომ გულწრფელი საუბრისთვის დროს ვერ იპოვით.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რაღაც ძველი და მობეზრებული თავიდან უნდა მოიცილოთ, რათა თქვენს ცხოვრებაში ახლის ადგილი გამოჩნდეს.
როდესაც კარადას ნაგვისგან გაათავისუფლებთ, უდიდეს შვებას იგრძნობთ. ანალოგიურად შეგიძლიათ გათავისუფლდეთ სხვა რამისგან - მაგალითად, დანაშაულის ტვირთისგან, გაცვეთილი გრძნობებისგან ან არარეალური გეგმებისგან.

მშვილდოსანი

ადამიანებთან ურთიერთობაში ბევრი რამ გაღიზიანებთ, რაც შეიძლება კამათსა და ამბიციების ბრძოლაში გადაიზარდოს. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც საკითხში სიმართლის გარკვევა სცადოთ და გაუთავებელი კითხვებით ნებისმიერი ადამიანი წყობიდან გამოიყვანოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება იმ საქმეებზე გაამახვილოთ, სადაც ყველაფერს თავად წყვეტთ. აქ ყველაზე მეტად თავდაჯერებული ხართ და შეგიძლიათ, შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ.

თხის რქა

ამ დღეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებას და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმას უნდა მოერიდოთ, რადგან შეცდომის დაშვების რისკი მაღალია. შესაძლოა არასაკმარისი ინფორმაცია გაქვთ ან არსებული ინფორმაცია არასწორია.
გარდა ამისა, შესაძლოა, ბევრს ფიქრობთ და ყოყმანობთ. ასე რომ, ამ დღეს მოქმედების ნაცვლად, სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინოთ და ინფორმაცია შეაგროვოთ - ის დროთა განმავლობაში გამოგადგებათ.

მერწყული

შეიძლება ვინმეს გაკრიტიკების სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ამის გაკეთება არ ღირს. ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს ამჩნევთ, ამიტომ საკუთარი თავის თუ სხვა ადამიანების უმცირეს შეცდომებს ხედავთ.
ეს დღე რომ არარსებული შეცდომების გამოსწორებაში არ დაკარგოთ, მტვრის ყოველ ნაწილაკზე მიკროსკოპით ყურება უნდა შეწყვიტოთ. ეცადეთ, არასრულყოფილებას შეეგუოთ და ცხოვრებით ისიამოვნოთ.

თევზები

შეიძლება, რაღაც ახალი და საინტერესო გაიგოთ. ეს დღე გაიძულებთ ურთიერთობების ცენტრში იყოთ და არა მხოლოდ ილაპარაკოთ, არამედ ყურადღებითაც უსმინოთ - ეს კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google