8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

უარი თქვით საქმის სამომავლოდ გადადების მავნე ჩვევაზე, რომელიც თავისუფლების შეგრძნებას გართმევთ. გამუდმებით დაუსრულებელ საქმეზე ფიქრობთ, შეუსრულებელი ვალდებულების გრძნობა გტანჯავთ და დასვენების ნაცვლად, უფრო იღლებით. ეცადეთ, ყველაფერი მშვიდად და თანმიმდევრულად აკეთოთ და ბოლო წუთისთვის არაფერი დაიტოვოთ.

კურო

იაფი ყოველთვის საჭიროს არ ნიშნავს. იყიდეთ მხოლოდ ის, რასაც იყენებთ და ნამდვილად გჭირდებათ. სხვა შემთხვევაში, ფულის დაზოგვის ნაცვლად, ოჯახურ ბიუჯეტს მთლიანად დააცარიელებთ.

ტყუპები

ღონისძიებები, რომლებსაც საკუთარი ემოციური მდგომარეობის მოსაწესრიგებლად მიმართავთ, შედეგს მოგიტანთ. გირჩევთ, არჩეულ გეზს არ უღალატოთ და მიღებული გადაწყვეტილებები შეასრულოთ. მხოლოდ ასე მიიღებთ იმას, რასაც ნამდვილად იმსახურებთ.

კირჩხიბი

თავს უგუნებოდ გრძნობთ? თუ სრულიად უცნობ ან ნაცნობ ადამიანს სასიამოვნო კომპლიმენტს ეტყვით, ეს თქვენც გაგახალისებთ და მასაც. არც ისაა გამორიცხული, რომ კარგი მეგობარი შეიძინოთ. ზოგჯერ სულ პატარა მოქმედებამ შეიძლება თავი ბედნიერად გვაგრძნობინოს.

ლომი

ერთი არასწორი ნაბიჯი წარუმატებლობას და ქვეყნიერების დასასრულს არ ნიშნავს. ეცადეთ, მარცხი ღირსეულად მიიღოთ და საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ. მსგავსი გამოცდილების მიღება ნიშნავს, რომ საქმის ნულიდან დაწყება არ მოგიწევთ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ უნდა სცადოთ.

ქალწული

ეცადეთ, ზედმეტი ინიციატივა არ გამოიჩინოთ და მოზღვავებული ენერგია შეაკავოთ, რადგან შეიძლება ყველა დაღალოთ და თავი მოაბეზროთ. გირჩევთ, საკუთარი სურვილები პრიორიტეტების მიხედვით გაანაწილოთ და მხოლოდ იმაზე ისაუბროთ, რაც ამ კონკრეტულ დღეს გაღელვებთ.

სასწორი

ამ დღეს ზედმეტ მუშაობას უნდა ერიდოთ, რადგან მალე იღლებით და შეიძლება მთლიანად გამოიფიტოთ. თუ ყველა საქმის დასრულებას ვერ ასწრებთ, თავს ამის გაკეთება არ უნდა აიძულოთ. ყველაფერი დაიცდის, თქვენი ნერვული სისტემის აღდგენას კი დიდი დრო და ფინანსური რესურსები დასჭირდება.

მორიელი

საკუთარი უპირატესობის შეგრძნებამ შეიძლება მარტოსულად გაქციოთ. თუ გარშემომყოფებს თქვენს თანასწორ ადამიანებად არ განიხილავთ, საკუთარ თავს მარადიული მარტოობისთვის გაწირავთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, ამ დღეს სპორტით დაკავდეთ. ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის სასარგებლოა, თანაც უსიამოვნო აზრებისგან გაგათავისუფლებთ. თუ რამე გაწუხებთ, ვარჯიში ორმაგად სასარგებლო იქნება. თუ ინტენსიური ვარჯიშისთვის მზად არ ხართ, გირჩევთ იოგა სცადოთ.

თხის რქა

ეცადეთ, წარსული წყენებისა და მოგონებებისგან გათავისუფლდეთ. ეს საკითხები თქვენს ყურადღებას არ იმსახურებს. სასურველია, თქვენი აზრები რამე უფრო სასარგებლოსკენ მიმართოთ, თუნდაც უახლოესი მომავლის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეთ.

მერწყული

პრობლემას თუ კარგად გაიაზრებთ, ადგილად შეიძლება მოაგვაროთ. იფიქრეთ იმაზე, რა მოხდება თქვენთვის მტკივნეული საკითხის მოგვარების შემდეგ და როგორ იგრძნობთ თავს. შემდეგ კი ვარიანტები განიხილეთ, რომლებიც ამ საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

თევზები

მოგზაურობა განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა. თუ შორეული მოგზაურობის დაგეგმვას ვერ ახერხებთ, ეცადეთ, საკუთარ ქალაქში ისეთ ქუჩებში გაისეირნოთ, სადაც იშვიათად დადიხართ. გარწმუნებთ, დაისვენებთ კიდეც და ახალი ძალითაც აივსებით.
Print