22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ფინანსურად წარმატებული დღეა. სავარაუდოდ, ფულთან დაკავშირებული ძველი პრობლემის მოგვარებას ან ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი კრედიტის ან ვალის აღებას მოერიდოთ. ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

კურო

ამ დღეს პირად საჭიროებებზე ზრუნვა, ასევე შვილების ან ახლო ნათესავების პრობლემების გადაჭრა დიდ დროს წაგართმევთ. შესაძლოა, ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

ტყუპები

რთული არჩევანის წინაშე ხართ და ვერ გადაგიწყვეტიათ, ცხოვრების ჩვეული წესი შეცვალოთ თუ არა. დღის მეორე ნახევარში ფინანსური საკითხების მოგვარება ან დისკუსიებში მონაწილეობა მოგიწევთ. ამ დღეს გულწრფელობისგან მეგობრებთანაც კი თავი უნდა შეიკავოთ.

კირჩხიბი

ამ დღის ემოციები მთლიანად სასიყვარულო ურთიერთობას ან ფინანსური ოპერაციების განხორციელებას უკავშირდება. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური მდგომარეობა დაუგეგმავი შემოსავლის დახმარებით გაიუმჯობესოთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი

ამ დღის გეგმები სხვა ადამიანებზე ან ადრე მიცემულ დაპირებებზეა დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ - ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს.

ქალწული

ამ დღეს წინააღმდეგობის გადალახვას და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას წარმატებით შეძლებთ. შესაძლოა, მეგობრების ან ნათესავების დახმარებით ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის ან ვარჯიშისთვისაც მოიცალოთ.

სასწორი

ეს დღე მთლიანად ფინანსური საკითხების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. პლანეტების განლაგების მიხედვით, მშვენიერი დღეა ვალების დაბრუნების, უძრავი ქონების რეგისტრაციისა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. მარტოხელა თუ
ხართ, სასიყვარულო თავგადასავალი ემოციების ზღვას გპირდებათ.

მორიელი

ამ დღეს გარემოებები სწრაფად იცვლება და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ნუ ინერვიულებთ, თუ შანსი ხელიდან გაუშვით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ მის ნაცვლად ახალი და ბევრად უფრო საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება. უარი თქვით ძვირად ღირებული საჩუქრების მიღებაზე და ინტრიგებში ჩართვაზე.

მშვილდოსანი

ამ დღეს საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ და გარემოებების შეცვლის კვალდაკვალ იმოქმედოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ და უკვე დაგეგმილი შეხვედრები გააუქმოთ. მოულოდნელმა სირთულეებმა არ უნდა შეგაშინოთ. ეცადეთ, მომხდარს იუმორით შეხედოთ და უკეთესი გზები მშვიდად მოძებნოთ.

თხის რქა

საქმის მიმართ პრაქტიკული დამოკიდებულება და ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ამ დღის ყველა უსიამოვნებას გაუმკლავდეთ. გარემოებათა ხელსაყრელი განვითარება ან მოულოდნელი იდეა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და იმპროვიზაცია მოგიწევთ.

მერწყული

ამ დღეს მერწყულებისთვის პრიორიტეტული საყოფაცხოვრებო საკითხები იქნება. გინდათ თუ არა, მოგიწევთ, რომ ოჯახურ საქმეებს და უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ. მოერიდეთ მაღაზიებში სიარულს, სადაც შეიძლება ბევრი უსარგებლო ნივთი შეიძინოთ და ეცადეთ, საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ.

თევზები

ამ დღეს თქვენი ემოციური მდგომარეობა დამოკიდებულია გარემოსა და სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდებით. შეეცადეთ, წვრილმანებზე ნაკლები ინერვიულოთ და ადამიანების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. შეზღუდეთ ურთიერთობა არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან და ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345