5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ურთიერთობებისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. შრომისმოყვარეობის დახმარებით მიზანს სწრაფად აღწევთ. ეს დღე შეიძლება ყველანაირი სიურპრიზით იყოს სავსე. სიზმარი ოთხ დღეში აგიხდებათ.

კურო

ეცადეთ, სიფრთხილე და შორსმჭვრეტელობა გამოიჩინოთ. არსებობს გაუთვალისწინებელი ხარჯების ან ფინანსური ზარალის ალბათობა. შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მომგებიანი შეკვეთა დაკარგოთ. გირჩევთ, დაგროვილი საქმეების დასრულება სამომავლოდ არ გადადოთ. პრობლემები შინაგანი თავისუფლების პოვნაში ხელს გიშლით. დღის მეორე ნახევარი სიყვარულის ნიშნით ჩაივლის. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც შეიძლება, ღრმა და გრძელვადიან ურთიერთობად ჩამოყალიბდეს.

ტყუპები

მზად იყავით იმისთვის, რომ ვიღაც დილიდან განწყობას გაგიფუჭებთ. შეეცადეთ, თათბირები და საქმიანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში არ დანიშნოთ. ემოციურად დაძაბული ფონის გამო, პარტნიორებთან და კოლეგებთან მოლაპარაკება უკიდურესად გაგიჭირდებათ.

კირჩხიბი

სასურველია, ეს დღე სახლის გარეთ გაატაროთ. თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება წყალთან სიახლოვე ან აუზზე სიარული. თქვენს სტიქიასთან სიახლოვე დადებითი ემოციებით აგავსებთ. მიირთვით მეტი ბოსტნეული, დალიეთ ნატურალური წვენები და მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.

ლომი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც მორალურ განწმენდას, ლოცვას და შენდობას უკავშირდება. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს გარშემომყოფების მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი აგრესიულობა შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემოტრიალდეს. ეცადეთ, თხოვნაზე უარი არავის უთხრათ.

ქალწული

არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი ძალიან დაბალ დონეზეა. გირჩევთ, დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დანიშნოთ. ემოციურად დაძაბული ფონის გამო, პარტნიორებთან და კოლეგებთან მოლაპარაკება უკიდურესად გაგიჭირდებათ. არსებობს გაუთვალისწინებელი ხარჯების ან ფინანსური ზარალის ალბათობა.

სასწორი

კოსმოსური ენერგიების ტრანსფორმაციისა და მორალური განწმენდის დღეა, როცა ყველანაირი აგრესია უნდა გამორიცხოთ. არასასურველია ავეჯის გადაადგილება, ყვავილების მოკრეფა, ხეების მოჭრა, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერა, სარისკო თავგადასავლები ან ავტომობილის სწრაფად მართვა. გირჩევთ საღამო ოჯახის წევრებთან ან ახლო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია გაწმენდისა და განკურნებისთვის. შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს შეეჯახოთ. გაითვალისწინეთ, რომ დაავადებები თავისით არ ქრება. კრიზისმა კიდეც რომ გაიაროს, შეიძლება სერიოზული გართულებები დატოვოს. აკონტროლეთ საკუთარი აზრები, რომლებიც ყველა მოქმედების საფუძველია. სასურველია ტაძარში ვიზიტი.

მშვილდოსანი

ეს დღე განწყობის ცვალებადობას, ილუზიებს, გარემოცვის გარდასახვას უკავშირდება. ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგების გამო სამსახურში მოსალოდნელია შეცდომები და ფინანსური ზარალი. დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოხვიდეთ. გამორიცხული არ არის, თქვენი სამსახურეობრივი ან საზოგადოებრივი მდგომარეობა შეირყეს, მაგრამ პრობლემები დროებითია. მალე ყველაფერი მოგვარდება. შეეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობების მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ და ახალ გარემოებებს მოერგოთ.

თხის რქა

გირჩევთ, ამ დღეს აქტიური მოქმედებებს, გაუმართლებელი რისკებს და ცდუნებებს ერიდოთ. ხელსაყრელი დროა პატიების, ჩუქების და თხოვნების შესრულებისთვის. გირჩევთ საღამო ოჯახთან ან ახლო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა წარსულის შეფასებისთვის. თქვენი აურა და ადამიანებზე ზემოქმედების უნარი ძლიერდება. ცხოვრება განვითარების ახალ ეტაპზე გადავა, ახალი საქმეები და გეგმები გამოჩნდება. ამ დღეს ნებისმიერ საქმეში მხოლოდ საკუთარი თავისა და უზენაესი ძალების დახმარების იმედი უნდა გქონდეთ.

თევზი

საკუთარი იდეებისა და შეხედულებების თანამოაზრეებისთვის გადაცემა გიჭირთ. კატეგორიულად აკრძალულია სინდისთან გარიგებები. სასურველია განმარტოება და წარსულის გააზრება. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს, ხალხმრავალ ადგილებს და ალკოჰოლურ სასმელებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები