30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

რთული დღე გელით. ვერძ მამაკაცებში ფიზიკურმა გადატვირთვამ ან ნერვიულობამ შეიძლება სტრესი და ავადმყოფობა გამოიწვიოს. ვერძი ქალებისთვის ახალი გაცნობა დიდხანს არ გაგრძელდება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ილუზიებს არ მიეცეთ - ეს უიმედო ურთიერთობაა.

კურო

ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანები და გაუგებრობები სურვილების ასრულებაში ხელს შეგიშლით, რაც განწყობაზე იმოქმედებს. ამ დღეს მოსალოდნელია დაპირისპირება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან ურთიერთობაში, რომ დაუფიქრებელი სიტყვით ან მოქმედებით მათი თავმოყვარეობა არ შელახოთ.

ტყუპები

ხანგრძლივი სეირნობისა და მოგზაურობისთვის არახელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მგზავრობის და მოგზაურობის დროს მოსალოდნელია სხვადასხვა სახის კატასტროფა. გაითვალისწინეთ, რომ მოგზაურობა საშიშია ტყუპებთან ერთად მყოფი ჰოროსკოპის სხვა ნიშნებისთვისაც.

კირჩხიბი

ამ დღეს მთავარია სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება და შინაგანი სამყაროს დაცვა მოულოდნელობებისა და ცდუნებებისგან. ეს კვირა გრძნობების ბალანსს, შემოქმედებით და ემოციურ აღმავლობას გპირდებათ.

ლომი

რთული დღე გელით. ეცადეთ საყოველთაო ქაოსს და ყოველდღიურ საქმიანობას თავი აარიდოთ. ეს საშუალებას მოგცემთ საკუთარი მდგომარეობა ობიექტურად შეაფასოთ და ვითარების შეცვლის გზა იპოვოთ. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. ფიზიკურმა გადაღლამ ან ნერვიულობამ შეიძლება სტრესი და ავადმყოფობა გამოიწვიოს.

ქალწული

სავარაუდოდ, ამ დღეს ურთიერთობების გარკვევა და დაპირისპირება გელით. გასული კვირის დაღლილობა თავს იჩენს. ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან ურთიერთობაში უკიდურესი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რომ უნებურად მათი თავმოყვარეობა არ შელახოთ. გრძნობთ, რომ სულიერი სიმშვიდისა და ენერგიისთვის ბუნებასთან სიახლოვე გჭირდებათ.

სასწორი

ამ დღეს მოსალოდნელია შეცდომები, არასწორი გათვლები, ნებისმიერ წვრილმანზე კამათი და გაუგებრობა, თუმცა, სერიოზულ კონფლიქტამდე საქმე არ მივა. არ ინერვიულოთ, თუ თავს დათრგუნულად იგრძნობთ, პრობლემები მალე და თავისთავად მოგვარდება.

მორიელი

წინააღმდეგობრივი დღეა. გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, შინაგან დაძაბულობას, საკუთარი თავისა და გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ უკმაყოფილებას გრძნობთ. ცუდი წინათგრძნობა და უბედურების მოლოდინი მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. უსმინეთ შინაგან ხმას და ეცადეთ, შეცდომები არ დაუშვათ.

მშვილდოსანი

რთული დღე გელით. მოულოდნელმა ამბავმა ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობამ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ. სიმშვიდე და ძლიერი ნებისყოფა შეცდომების გამოსწორებაში და მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ამ დღეს ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან ურთიერთობისას უკიდურესად ფრთხილად უნდა იყოთ - გამორიცხული არ არის, რომ ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ კონფლიქტი გამოიწვიოს. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი ოჯახის წევრებთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატაროთ და სამოქმედო გეგმებზე იფიქროთ.

მერწყული

ეცადეთ, საკუთარი პრობლემებიდან ყურადღება გარშემო მყოფ ადამიანებზე გადაიტანოთ. შესაძლოა, თქვენმა იდეებმა და მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვამ იმდენად გაგიტაცათ, რომ მათთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა დაკარგოთ. შეეცადეთ იპოვოთ კომპრომისი და ყველაფერი გამოვა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე ნერვიულობა.

თევზები

ამ დღეს პირად ცხოვრებაში წარუმატებლობები გელით. ეცადეთ, ინტიმურ საკითხებზე ყურადღება ზედმეტად არ გაამახვილოთ. სასურველია, რომ ეს დღე მოგზაურობას და ქალაქგარეთ გასეირნებას დაუთმოთ. აქტიური დასვენება და წყალთან სიახლოვე დაძაბული მუშაობის შემდეგ სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google