WhatsApp-ს ახალი ფუნქცია ემატება
WhatsApp-მა ხმოვანი შეტყობინებების მოსმენა უფრო მოსახერხებელი გახადა - ახლა მათი ჩართვა კორესპონდენციის შიგნით ყოფნის გარეშეა შესაძლებელი. Report.ge-ს ცნობით, ახალი ფუნქციის გამოჩენაზე WABetaInfo იუწყება.

აპლიკაციის მთავარ ეკრანზე გადართვისას, ხმოვანი შეტყობინებების პლეერი აპლიკაციის ზედა ნაწილში გამოჩნდება. მომხმარებლებს ასევე აქვთ წვდომა ღილაკებზე დაკვრის შესაჩერებლად და დასაწყებად და ხმოვანი შეტყობინების ხანგრძლივობის ინდიკატორზე.

ფონური მოსმენა საშუალებას გაძლევთ სხვა მონაწერები შეუფერხებლად ნახოთ. ჯერჯერობით, ინოვაცია WhatsApp-ის ბეტა ვერსიაში Android-ებზე მუშაობს, თუმცა მალე iOS-ზეც ხელმისაწვდომი იქნება.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები