აზერბაიჯანში ქორწილებში ფულის "ჩასაწერი" აპარატი მოიგონეს
აზერბაიჯანული ქორწილები მასშტაბურობით გამოირჩევა. მისულ სტუმრებს საჩუქრად ფული მოაქვთ. თანხის ოდენობა საქორწილო წყვილის სიახლოვიდან გამოდინარეობს. რაც უფრო ახლო ნათესავი ხარ, მით უფრო დიდ თანხებზეა საუბარი. შესაძლოა ნათესავმა თავი ვალდებულად ჩათვალოს და ოქრო მიიტანობ, თუმცა ფული მაინც იწერება.



მარნეულში და სხვა აზერბაიჯანულ სოფლებში, ქორწილში ყოველთვის გამოიყოფა ნდობით აღჭურვილი ადამიანი, რომელსაც შემოსული თანხის ჩაწერა, ადამიანის სახელების და გვარების მითითებით ევალება. ეს ადამიანი ყოველთვის ოდნავ მოშორებით, ცალკე მაგიდასთან ზის. აზერბაიჯანში ეს სისტემა უფრო მოდერნიზირებული იყო. წყვილს უმეტესად კონვერტებში ჩადებული ფული გადაეცემოდა. ასევე იყო სპეციალური აკვარიუმები, საქორწილო დარბაზია რომელიმე თვალსაჩინონადგილას, სადაც ფულით სავსე კონვერტს აგდებდნენ სტუმრები.

აზერბაიჯანში ქორწილები მნიშვნელოვანი, ძვირი და პომპეზური ღონისძიებაა. სტუმრების კომფორტისთვის აზერბაიჯანელმა სტარტაპერებმა მოიგონეს აპარატი (ქორწილpay)ToyPay-Toy-აზერბაიჯანულად ქორწილს ნიშნავს. ეს ჩვენთვის ნაცნობი გადახდის აპარატებივითაა. უბრალოდ აქ მხოლოდ საქორწინო თანხის ჩარიცხვისათვის გამოიყენება.



აპარატზე შეიძლება აირჩიო ვის მხრიდან ხარ მისული: გოგოს თუ ბიჭის. ჩაწერო შენი სახელი გვარი და პოზიცია, მაგალითად, თანამშრომელი. ამის მერე აპარატი გთავაზობს აირჩიო ვალუტა. ამოიღო თანხა და ჩარიცხო. ყველა მონაცემი ქვითრის სახით ამოდის. ამიტომ, თუ გინდა დაამტკიცო, რომ ფული ნაჩუქარი გაქვს, შეგიძლია ქვითარი დიდხანს შეინახო.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები