დღეს, 7 ნოემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ
ბრიფინგზე სპეცოპერაციის დროს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემში სპეცრაზმელების მიერ
ლიკვიდირებულ მირზა ალიევზე გააკეთეს განცხადება
პროკურატურის განცხადების მიხედვით, მოკლული მირზა ალიევი ქურდულ
სამყაროსთან იყო დაკავშირებული და მან ციხეში მყოფ კრიმინალურ
ავტორიტეტებს 6 000 დოლარის ოდენობის თანხა გადასცა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით
ასევე დადგინა, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისადმი გახსნილი
ცეცხლის საპასუხო ღონისძიების შედეგად ლიკვიდირებულმა, ქურდული
სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა ქურდულ საეთოში
გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს
მიმართა. საკითხის მოსაგვარებლად ქურდული სამყაროს წევრების
მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები. აღნიშნულ
პერიოდში მირზა ალივმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ
კრიმინალურ ავტორიტეტს ფინანსური დახმარება აღმოუჩნა. ქურდული
გარჩევის გზით, საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება რის სანაცვლოდაც
ქურდულ სამყაროს საქმინობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა კრიმინალურ
ავტორიტეტებს 6 000 ამერიკული დოლარი გადასცა“. -
აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში
5 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული
განცხადების მიხედვითმ, ქურდული საქმიანობის წევრობისათვის და
მხარდაჭერისათვის სულ 34 პირი დააკავეს. სპეცოპერაციის შედეგად
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 1973 წელს დაბადებული, მირზა
ალიევი იქნა ლიკვიდირებული. შსს-ს განცხადების მიხედვით, მირზა
ალიევმა სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც ის საპასუხო ცეცხლის
გახსნის შედეგად ლიკვიდირდა.
მირზა ალიევის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ პირველად ცეცხლი
სწორედ ალივმა გახსნა. განმარტავენ, რომ ალიევმა ცეცლი თავდაცვის
მიზნით გახსნა, რადგან მას ეგონა რომ კრიმინალური ჯგუფი დაესხა თავს
და არ იცოდა, რომ შეიარაღებული პირები სპეცრაზმელები იყვნენ. ოჯახის
წევრები ასევე უარყოფენ ინფორმაციას, რომ მირზა ალიევი ქურდულ
სამყაროსთან იყო კავშირში.
რადიო „მარნეული“