მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს
სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული
სატვირთო ბორტი.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე
მუხლის მე-4 ნაწილით,
რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების
ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
“დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა
სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის.”