შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული,
წარსულში ნასამართლევი ა.ნ. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა
საკუთარ არასრულწლოვან შვილებზე, რომლებიც 2012 და 2016 წელს არიან
დაბადებულები. არასრულწლოვანებს ძალადობის შედეგად სხეულზე მრავლობითი
დაზიანება აღენიშნებათ.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას