შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი: 1972 წელს დაბადებული
თ.ს. და 1985 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს.
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლის და
დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის
ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: 2
ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მცირეკალიბრიანი შაშხანა,
ყუმბარმტყორცნი, ხელყუმბარა და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი
იარაღისთვის განკუთვნილი 777 ვაზნა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული
საშუალება „მარიხუანა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე
მუხლებით მიმდინარეობს.