თბილისში არასრულწლოვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - მათ უვადო პატიმრობა ემუქრებათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ორი ახალგაზრდა კაცი დააკავა. დაკავებულები არიან 1997 წელს დაბადებული დ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 2004 წელს დაბადებული ზ.პ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა არასრულწლოვანი გოგონა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით მიიყვანეს, სადაც ორივე მათგანმა მის მიმართ ძალის გამოყენებით, სექსუალურად რამდენჯერმე იძალადა.


სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები