უკანონო თევზჭერა თბილისის ზღვაზე – სამართალდამრღვევები დაკავების საფრთხის წინაშე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეები თევზჭერას 300 მეტრამდე სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის

10 კილო თევზი.

ნებისმიერი ტიპის სახლართი ბადით თევზჭერა (გამონაკლისია კანონმდებლობით დაშვებული ადგილები) ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, შესაბამისად, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები