თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, ქალი მოკლეს.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მოკლულია 40 წლამდე ქალი, რომელსაც
სასიკვდილო ჭრილობები მეზობელმა მიაყენა და გაიქცა.
„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც
განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს
დაბადებული ა.დ. დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14
იანვარს,
თბილისში, ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.დ.
მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს“, — ნათქვამია უწყების
განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.