სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა
არაგეგმური შემოწმებისას
შპს „ფერმა ბოჩი“ (მის: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭალადიდი)
გამოავლინეს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ
საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე
აწარმოებდა რძის პროდუქტებს, რომლებიც შემდგომი რეალიზაციისთვის იყო
განკუთვნილი.
ობიექტზე ასევე გამოვლინდა ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის
დარღვევები.
დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი
შეუჩერდა საქმიანობის აღიარებამდე და
შესაბამის რეესტრში
რეგისტრაციამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით
აგრძელებს არალეგალური საწარმოების გამოვლენას და ბიზნესოპერატორებს
მოუწოდებს, საქმიანობა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების
დაცვით განახორციელონ.