შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი-ის
თანამშრომლებმა,
სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეებში
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან უცხო ქვეყნის 101
მოქალაქე გააძევეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნიდან გაძევებულ პირებს შორის არიან
თურქმენეთის, ინდოეთის, ერაყის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უზბეკეთის,
ნიგერიის, ბანგლადეშის, იორდანიის, კენიის, სუდანის, ბელარუსის,
უგანდის, ნეპალის, პაკისტანის, ფილიპინების, ყირგიზეთის, ზიმბაბვეს,
ლიბანის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის
განმავლობაში
თითქმის იმდენივე უცხოელი იქნა ქვეყნიდან გაძევებული, რამდენიც გასულ
წელს მთლიანად. 2025 წელს მიგრაციის დეპარტამენტმა ჯამში 1311 უცხო
ქვეყნის მოქალაქის გაძევება განახორციელა.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში
შემოსვლა აეკრძალათ.