შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი ცხელ
კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის
გამოყენებით მამაკაცს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით
კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი
მალევე დააკავეს,
ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა,
ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.