შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ქურდობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ
ბრალდებულმა თბილისში მდებარე 6 საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია
და სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ძვირფასეულობას ფარულად დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და
ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი
პირი
ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია
ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.