სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირები მ. დ. და ა. ღ.
საქმიანობდნენ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სავალდებულო
აღიარების გარეშე.
ამასთანავე, ორივე ობიექტზე დაფიქსირდა
კრიტიკული შეუსაბამობები, რის
გამოც აღნიშნული ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ და მათ საწარმოო პროცესი
შეუჩერდათ.
ინსპექტირებისას აღმოჩენილი მავნე სურსათი კანონმდებლობის შესაბამისად
დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.