ყვარლის მუნიციპალიტეტში ელექტროიარაღით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, სოფელ შილდას მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე მოქალაქე თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახორციელებდა.

დეპარტამენტის ცნობით, ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

აღინიშნება, რომ ელექტროიარაღი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო მისი დამზადება, შეძენა,

შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯად ქმედებად ითვლება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებს. ასევე ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები