სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე მდებარე
ერთ-ერთ რესტორანში დაწყებული
კამათი ქუჩაში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მამაკაცის
სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ცნობებით, ჩხუბის დროს 45 წლამდე კაცმა სუპერმარკეტის წინ
ბეტონის საფარზე თავი დაარტყა და მძიმე
დაზიანება მიიღო.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა პაციენტს
შესაბამისი პროცედურები ჩაუტარა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ
მოხერხდა.
მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამოძიება
უკვე დაიწყეს.