ხარაგაულში ფოტოხაფანგის საშუალებით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. კანონდარღვევა ტყეში დამონტაჟებული ფოტოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, ადგილობრივი მცხოვრები პირად მფლობელობაში არსებული ავტომანქანით უკანონოდ მოპოვებული რცხილისა და წიფელის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას ახორციელებდა.

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. ავტოსატრანსპორტო საშუალება დალუქულია, ხოლო უკანონოდ მოპოვებული საშეშე მერქანი ხევის

საქმიან ეზოში გადაიტანეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, რეგიონული სატყეო სამსახურები სრულად არიან აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით, მათ შორის ფოტოხაფანგებით, სამხრე კამერებითა და დრონებით, რაც სამართალდარღვევების გამოვლენასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას უფრო ეფექტიანს ხდის.

მისივე თქმით, სააგენტო კანონდარღვევების პრევენციის მიზნით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, რათა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები მინიმუმამდე შემცირდეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები