ბათუმში აგროქიმიკატების რეალიზაციის წესების დარღვევა გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შემოწმების შედეგად, ბათუმში, მოქმედი ინდივიდუალური მეწარმის, შ. თ.-ს კუთვნილი ობიექტი დააჯარიმეს.

უწყების ინფორმაციით, ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მეწარმე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას სავალდებულო აღიარების გარეშე ახდენდა. გარდა ამისა, ობიექტზე

დარღვეული იყო რეალიზაციის პირობები — პროდუქციის შეფუთვის მთლიანობა დარღვეული იყო და აგროქიმიკატების გაყიდვა გახსნილ მდგომარეობაში ხდებოდა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორის მიმართ საჯარიმო სანქციები გატარდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები