შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, გურიის, სამეგრელო-ზემო
სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების
თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული
ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი
დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი
სახლებისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად
ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი,
საბრძოლო მასალა
და მჭიდები.
ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.