შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და
დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული
დაზარალებულს გარდაცვლილი მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა.
ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით მოქალაქეს 10 300
ლარი გამოართვა, თუმცა დაპირებული
სამუშაოები არ შეასრულა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე
მუხლის მე-3 ნაწილით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით)
მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.