ქვემო ქართლში 2,1 მლნ ლარის ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ბრალდებით 4 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან თანამშრომლობით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება კიდევ სამ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს წარედგინა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე მტკვრიდან სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რის შემდეგაც მას სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე ყიდდნენ.

სამართალდამცველების

მიერ დადგინდა, რომ უკანონოდ მოპოვებულია 343 608 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რომლის ღირებულება 2 138 771 ლარს შეადგენს. აღნიშნული ქმედებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2 235 507 ლარი შეადგინა.

ამასთანავე, ბრალდებულებმა უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული 2 138 771 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის გათეთრება (ლეგალიზაცია) მოახდინეს.


საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები