გარდაბნის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი და ნიგერიის მოქალაქე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

სუს-ის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიის მოქალაქემ და შპს „საფეხბურთო კლუბ — გარდაბნის“ მწვრთნელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობის აღებაში დახმარება დაჰპირდნენ.

ამ მიზნით, ბრალდებულებმა ნიგერიის მოქალაქე ფიქტიური ხელშეკრულებით გააფორმეს აღნიშნულ საფეხბურთო კლუბში, რის სანაცვლოდაც მისგან თაღლითურად

აიღეს 3 000 ამერიკული დოლარი.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები