ავტომობილი და რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტი ერთმანეთს შეეჯახა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ორთაჭალაში,
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის მსუბუქი
ავტომობილი და
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.
როგორც ავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი "ინფო რუსთავთან" საუბრისას
აცხადებს ავტობუსიდან ადამიანები გადმოიყვანეს, ადგილზე მობილიზებული
იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და შემთხვევის შედეგად არავინ
დაშავებულა.