თბილისში მოზარდის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის მოზარდი დააკავეს
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში დღეს, 10 სექტემბერს არასრულწლოვანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 17 წლის მოზარდი ცხელ კვალზე დააკავა.

უწყების ცნობით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ბრალდებულმა ცივი იარაღით არასრულწლოვანს რამდენიმე ჭრილობა

მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მოსალოდნელი სასჯელი: დაკავებულს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის სხვა დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
Print ელ. ფოსტა
თეგები: კრიმინალი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები