მარნეულში არასრულწლოვანის მიერ ტყუპების გაჩენის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
უფლებადამცველ სამირა ბაირამოვას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის სამშობიაროში არასრულწლოვანმა გოგომ ტყუპები გააჩინა. არსებული მონაცემებით, ერთ-ერთი ახალშობილი გუშინ გვიან ღამით გარდაიცვალა, ხოლო მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას ან სხვაგვარ სექსუალური ხასიათის ქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუწეველთან.

კლინიკაში რადიო "მარნეულს" განუცხადეს, რომ სამედიცინო დაწესებულების მხრიდან რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდა, მათ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართეს სამართალდამცავ უწყებებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები