სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
ქუთაისსა
და წყალტუბოში რძის პროდუქტების მწარმოებელ ობიექტებს საწარმოო
პროცესი შეუჩერეს.
ინსპექტირების შედეგად, ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ.-ს კუთვნილ
ობიექტზე, რომელიც ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N19-ში მდებარეობს, და ნ.
ქ.-ს კუთვნილ ობიექტზე, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ
მაღლაკში, მე-3 ქუჩა N72-ში მდებარეობს, კრიტიკული შეუსაბამობები
გამოვლინდა.
ამასთან, დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები სურსათს — მაწონსა და ყველს
— სავალდებულო
აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში
რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხოლო
საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი
ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და ბიზნესოპერატორებს სურსათის
უვნებლობის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.