გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა
ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე
თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდარღვევები ქარელისა და ხაშურის
მუნიციპალიტეტების სოფლების — სამწვერისისა და თაგვერის მიმდებარე
ტერიტორიებზე
დაფიქსირდა. მოქალაქეები თევზჭერას აკრძალული
საშუალებებით, კერძოდ, საბურავებისგან დამზადებული თევზმახეების, ე.წ.
„ოჩხების“ გამოყენებით ახორციელებდნენ.
სამართალდარღვევების აღკვეთის შედეგად, შიდა ქართლის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა ჯამში 9 ერთეული ე.წ. „ოჩხი“
ამოიღეს.