გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან
30 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი
გამოავლინეს.
გამოვლენილი ფაქტებიდან 145 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.
სამართალდარღვევებიდან 850 ფაქტი ხე-ტყის უკანონო
მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 353 ფაქტი სახერხი საამქროების მიერ
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური
საქმიანობის
შემთხვევებს ეხება.
2026 წლის 9 თვეში დალუქულია 51 არარეგისტრირებული სახერხი
საამქრო.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი, 285 ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში 220, კახეთში 193, იმერეთში 166,
სამცხე-ჯავახეთში 89, გურიაში 57, ქვემო ქართლში 56,
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში 50, შიდა ქართლში 42, მცხეთა-მთიანეთში
კი 38 ფაქტი გამოვლინდა.
დედაქალაქში 7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. გარემოსდაცვითი
პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში 8 თვის
განმავლობაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ასევე
დააფიქსირეს სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.