რუსეთში დღეს გლოვის დღეა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კემეროვოში მომხდარი ხანძრის დროს დაღუპულების გამო 28 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.

„2018 წლის 28 მარტი გამოცხადდეს რუსეთში გლოვის დღედ. ასევე მოვუწოდებთ კულტურის დაწესებულებებსა და ტელერადიოკომპანიებს გააუქმონ ამ დღეს დაგეგმილი ყველა გასართობი ღონისძიება და გადაცემა. რუსეთის მთავრობა რეგიონულ ხელისუფლებებთან ერთად მიიღებს ყველა ზომას დაღუპულთა ოჯახებისთვის და დაშავებულთათვის დახმარების გაწევის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.

25 მარტს რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის უმეტესობა ბავშვები და მოზარდები არიან.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში ხუთი პირია დაკავებული.

წყარო: ipn.ge
Print