ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედისა და ძმის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ჯ.ყ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. გამოძიება ამტკიცებდა, რომ 2018 წლის 7 იანვარს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჯ. ყ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას, დედაზე და ძმაზე იძალადა, რამაც მათ ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

გამოძიების ცნობით, სამართალდამცველებმა ჯ. ყ. 2018 წლის 9 იანვარს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ყ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Mənbə: Netgazeti
Print