პოლიტიკა
ნატოს დღეების ფარგლებში ვიცე-პრემიერი მარნეულის მერიაში შეხვედრას გამართავს
17 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ქვემო ქართლის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
ღონისძიება ნატოს დღეების ფარგლებში გაიმართება.
მიხეილ ჯანელიძე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს და ისაუბრებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ამ

გზაზე არსებულ პროგრესზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარსდგებიან ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი და საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი. შეხვედრა ქ.მარნეულის მერიაში გაიმართება.

წელს, ნატო-ს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიალოგის წლად გამოაცხადა და ხელისუფლის წარმომადგენლებს ხალხთან, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მეტი დიალოგისკენ მოუწოდა.

ნატოს დღეები მეთერთმეტედ აღინიშნება და 16 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოში სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
არსებობს უძილობის მრავალი მიზეზი –
სტრესი (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი), ნევროზი, გადაღლა და ასე
შემდეგ.
01:43 / 24.03.2019
არსებობს უძილობის მრავალი მიზეზი – სტრესი (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი), ნევროზი, გადაღლა და ასე შემდეგ.


<span style=
21:02 / 23.03.2019


სოფელ საბირქენდში ხეების უკანონოდ მოჭრის ფაქტთან
დაკავშირებით საქმეში პოლიცია და ექსპერტები ჩაერთნენ.
21:17 / 22.03.2019
სოფელ საბირქენდში ხეების უკანონოდ მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით საქმეში პოლიცია და ექსპერტები ჩაერთნენ.

1+4
პროგრამის ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხბში
17:59 / 22.03.2019
1+4 პროგრამის ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხბში
მარნეულის მერიამ სოფელ აღმამედლო-ულაშლო-კასუმლოს
დამაკავშირებელი
14:36 / 22.03.2019
მარნეულის მერიამ სოფელ აღმამედლო-ულაშლო-კასუმლოს დამაკავშირებელი
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში
ჩასატარებლად, 2017-2018 წლებში 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა,
პროექტი ვერ განხორციელდა ამ დრომდე.
12:43 / 22.03.2019
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩასატარებლად, 2017-2018 წლებში 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, პროექტი ვერ განხორციელდა ამ დრომდე.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
ინფორმაციით, 16-18 მარტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის
სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა
ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და წალენჯიხის რაიონ სოფელ ფახულანში
განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად აქციზური
მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის
(ჯამში, 31,040 ღერი) შენახვა- გადაზიდვის ფაქტები
გამოავლინეს.
12:38 / 22.03.2019
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 16-18 მარტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში და წალენჯიხის რაიონ სოფელ ფახულანში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 31,040 ღერი) შენახვა- გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.