სიახლე
მერიაში ათი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გასაუბრებები გრძელდება
მარნეულის მერიაში 10 ვაკანტრ პოზიციაზე თანამშრომლების მისაღებად კონკურსის მეორე ეტაპი გუშინ, 13 სექტემბერს დაიწყო .

კონკურსის მეორე ეტაპზე დასაქმების მსურველები გასაუბრებას გაივლიან.

გამარტივებული კონკურსი ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ღია და შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებზეა გამოცხადებული.

კომისიაში, რომელმაც მერიის თანამშრომლები უნდა აიყვანოს, „მანრეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ოლგა ენდელაძეც შედის. მისი თქმით გასაუბრების პროცესი ყველანაირი პროცედურის დაცვით მიმდინარეობს, მაგრამ კანდიდატების რაოდენობა მცირეა.

„სიების შედარებით დაახლოებით 30%-ია გამოცხადებული. სიებში უფრო მეტი ადამიანია ვიდრე რეალურად გამოცხადდა.“

ენდელაძე განმარტავს, რომ ის კონკურსანტები, რომლებიც გასაუბრებაზე არ გამოცხადდნენ ავტომატურად გამოეთიშებიან შერჩევის ეტაპს.

ამ ეტაპზე კომისიის წევრები გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ და მხოლოდ საკუთარ შენიშვნებს გამოთქვავენ.

გასაუბრების კომისიას მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე ხელმძღვანელობს.

გასაუბრებების ეტაპი 17 სექტემბერს დამთავრდება.

რადიო „მარნეული“


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი თანამშრომელი
ჰყავს.
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი თანამშრომელი ჰყავს.
საქართველოდან ექსპორტირებული 19 ტონა ატამი და
ვაშლატამა რუსეთის ბაზარზე არ დაუშვეს. ამის შესახებ ИА REGNUM-ს
დაღესტნის რესპუბლიკაში „როსსელხოზნადზორის“ პრესსამსახურიდან
აცნობეს.
აქართველოდან ექსპორტირებული 19 ტონა ატამი და ვაშლატამა რუსეთის ბაზარზე არ დაუშვეს. ამის შესახებ ИА REGNUM-ს დაღესტნის რესპუბლიკაში „როსსელხოზნადზორის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
დღეს, 23 ივლისს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში
პირუტყვის დახოცვის შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს, 23 ივლისს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში პირუტყვის დახოცვის შემთხვევა დაფიქსირდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვა და
სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემა
მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვა და სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემა
მავრიტანიის ნაპირებთან უკრაინულ გემზე „ივან
გოლუბეცი“ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან
დაშავებულები.
მავრიტანიის ნაპირებთან უკრაინულ გემზე „ივან გოლუბეცი“ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები.
დღეს, 22 ივლისს, მარნეულის დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში ახალი პროექტის
დღეს, 22 ივლისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალი პროექტის
ნიგერიაში გატაცებული თურქეთის 4 მოქალაქის
გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყო.
ნიგერიაში გატაცებული თურქეთის 4 მოქალაქის გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყო.