5 ქურდობა-ყაჩაღობის შემთხვევა ერთ კვირაში - მარნეულელები კრიმინალის გაზრდაზე საუბრობენ (გამოკითხვა)


 


მარნეულში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქურდობა-ყაჩაღობის 5 შემთხვევა გამოვლინდა

 

კერძოდი კი გაქურდეს, მარნეულის ჯეოსელის ოფისი, N1 საჯარო სკოლის დირექტორის კაბინეტი და საითნოვას ქუჩაზე მდებარე კერძო სახლი ასევე, სოფელ ყიზილაჯლოში ოქროთ მოვაჭრე და მარნეულის „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.

მარნეულელი მოსახლეობა კრიმინალის გახშირების ფაქტზე ღიად საუბრობს და ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით ქურდობის ფაქტები გაზრდილია.
მარნეულშ მომხდარ ქურდობა-ყაჩაღობის ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

ამ დროისათვის ორი შეთხევაა გახსნილი. მათ შორისაა ყიზლაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის და N1 საჯარო სკოლის დირექტორის კაბინეტის გაქურდვის
ფაქტი.


ამავე თემაზე:

სკოლის გაქურდვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს


ყიზილაჯლოში ოქოთ მოვაჭრის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს


ქორწილიდან შემოსული თანხა მძარცველებმა წაიღეს


მარნეულში ჯეოსელის ოფისი გატეხეს







მარნეულში "სოკარის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს


Print