30 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები. მოერიდეთ ხმაურიან და ხალხმრავალ წვეულებებს. შეიძლება ამოხსნათ ის საიდუმლო, რომელიც მოსვენებას გიკარგავდათ.


კურო
მშვიდად და დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნებები. გახსოვდეთ, რომ დუმილი ყოველთვის თანხმობას არ ნიშნავს. საღამოს ჰარმონიას შეგიქმნით მშვიდი მუსიკა და განათება.

ტყუპი
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გაუფრთხილდთ ჯანმრთელბას. შეიძლება გაგირთულდეთ ქრონიკული დაავდებები. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრები გაუმჯობესებას.

კირჩხიბი
დღეს თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. მიიღებთ ყველაფერს, რაც გსურდათ. გაიცნობთ საჭირო ხალხს. მოიმატებს სექსუალურობა

ლომი
დღეს გართობასა და ხმაურიან შეხვედრებს ოჯახურ გარემოში დასვენება უნდა არჩიოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან მათთვის
მტკივნეულ თემებზე საუბარს.

ქალწული
საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ და მთელი დღე მათზე მსჯელობას მოუნდებით. დღეს ადვილად გამოიცნობთ გარშემო მყოფების (საყვარელი ადამიანის) განწყობას.

სასწორი
რომანტიკული საკითხების პარალელურად ფინანსური და სამემკვიდრეო საკითხები უნდა მოაგვაროთ. დღის განმავლობაში ხშირად სვით სუფთა წყალი და მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

მორიელი
მოერიდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან შეხვედრასა და საუბარს. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. მოუწყვეთ რომანტიკული საღამო.

მშვილდოსანი
დღეს ზოგიერთმა შეიძლება საიდუმლო გაგიმხილოთ, მაგრამ ეცადეთ, არავისთან არაფერი წამოგცდეთ. მეტი დრო დაუთმეთ დაგროვილი საქმეების დასრულებას და შინ ადრე მიდით.

თხის რქა
ჩამოწერეთ პირადი სურვილები და ოცნებები, რა გსურთ მიიღოთ ცხოვრებისგან. თუ ძველ პარტნიორებთან და მეგობრებთან ურთიერთობა გაგიფუჭდათ, დაფიქრდით, სად შეიძლება შეიძინოთ ახლები.

მერწყული
დღეს მარტოვად გამოიცნობთ გარშემო მყოფები ჩანაფიქრებს. შეიძლება ისე საკუთარ თავს ვერ გაუგოთ, როგორც მათ. საღამოს შეიქმენით მხიარული განწყობა და მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

თევზები
დაბნეული და ჩაფიქრებული ხართ. ეცადეთ, თქვენმა ასეთმა მდგომარეობამ საქმეები არ გაგიფუჭოთ. ურთიერთობაში მეტად გამოიყენეთ იუმორი. განწყობას გაგიუმჯობესებთ სასიამოვნო მუსკის მოსმენა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები