სიახლე
„გემოვნებაზე დავა“ და ერთხმად მხარდაჭერილი საკითხი რიგგარეშე სხდომაზე
დღეს, 3 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა . სხდომაზე განსახილველად მხოლოდ ერთი საკითხი იყო გამოტანილი, რომელიც საახალწლო დეკორაციას შეეხებოდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის კულტურული ღონისძიებების მუხლიდან ა.ა.ი.პ „კულტურის ცენტრის“ სუბსიდიაში 31 600 ლარი გადავიდა.

საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განმარტა, რომ აღნიშნული ცვლილება დროის არქონის გამო მოხდა.

„ჩვენ ქუჩების მორთვა რომ დავიწყოთ, ტენდერი რომ გამოვაცხადოთ, ფაქტიურად დროის გამო ვერ ვასწრებთ.“ - ამბობს ვუგარ მამედოვი

იმის გამო, რომ ტენდერის გამოცხადება და სამუშაოების შესყიდვა დიდ დროს მოითხოვს, მარნულის მერიამ გადაწყვიტა, რომ საახალწლო სამუშაოებისათვის თანხა გადასცეს „კულტურის ცენტრს“, რათა მათ უფრო ადრე დაიწყონ მომზადება.

საკრებულოს სხდომაზე მოსაზრება დააფიქსირა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ახმედ იმამკილიევმა. მისი თქმით, წინა წელს, საახლაწლოდ მარნეული ძალიან ცუდად იყო განათებული, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ბევრი ფული დახარჯა.

„განათება იყო, მაგრამ იყო ძალიან უშნოდ, იყო უხარისხოდ და იყო მარტო მერიის წინ გაკეთებული.“ - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ახმედ იმამკულიევმა

დეპუტატის განცხადებას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი გამოეხმაურა, რომელმაც იმამკულიევს უთხრა, რომ განათებებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნა მხოლოდ მისი გემოვნებიდან გამომდინარეობს.

„რაც შეეხება შარშანდელ ღონისძიებას, ეს პირადად თქვენი გემოვნებაა და თქვენ გემოვნებაში არავინაა ვალდებული, რომ ჩაჯდეს. ჩვენთვის ეს არის მხოლოდ შენი აზრი.“ - უთხრა მამუკა ნავერიანმა ახმედ იმამკულიევს

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ნავერიანს და საკრებულოს წევრებს შესთავაზა, რომ გაკეთებულიყო ერთიანი ფორმა, რომელშიც გაწერილი იქნებოდა თუ როგორი განათებები იქნებოდა ქალაქში და რამდენი ლარი დაიხარჯებოდა, რათა საკრებულოს წევრებს გაეგოთ თუ რას უჭერდნენ მხარს.

მარნეულის მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ იმამკულიევს უთხრა, რომ ისევ გემოვნების საკითხამდე მდიოდნენ.

„ფიფქები იქნება, თუ წვიმები იქნება, შემოგვთავაზეთ მაშინ. წვიმები გინდათ, თუ ფიფქები გინდათ?“ - უთხრა მერის მოადგილემ საკრებულოს წევრს

საკრებულოს სხდომა 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, საედანაც დაახლოებით 5 წუთი „გემოვნებაზე დავას“ დაეთმო. საბოლოოდ საკითხს მხარი საკრებულოს ყველა წევრმა დაუჭირა.



რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე
 სავაჭრო ობიექტების მფლობელები აღმაშენებლის ქუჩაზე ობიექტის
დანგრევას და ახლის აშენებას აპროტესტებენ.
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე  სავაჭრო ობიექტების მფლობელები აღმაშენებლის ქუჩაზე ობიექტის დანგრევას და ახლის აშენებას აპროტესტებენ.
დასაქმების პროგრამა 18 წლიდან იწყება და
ყველასთვისაა გათვალისწინებული
დასაქმების პროგრამა 18 წლიდან იწყება და ყველასთვისაა გათვალისწინებული

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 26 მაისის ქუჩაზე ტროტუარების
მოწყობისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის
სამუშაოებისათვის 26 415 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 26 მაისის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის 26 415 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.


მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ერთი შემთხვევა
დაფიქსირდა.

მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა,
გლდანში
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, გლდანში "ორი ნაბიჯის" გაქურდვის და მარკეტში ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი: 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
ძველ
თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და
სახურავი ჩამოიშალა.
ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის აივანი და სახურავი ჩამოიშალა.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან
დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება
დაიწყო.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სექსუალურ კავშირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია
Amnesty International აკრიტიკებს უეფას
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აკრიტიკებს უეფას