6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თუ საქმეები გაქვთ დასასრულებელი ან სამკურნალო პროცედურები ჩასატარებელი, დილით ადრე ადექით. ინტერესი გაგიმძაფრდებათ სოციალური ცხოვრებისადმი. შეიძლება უცხოეთიდან მეგობრები შემოგეხმიანონ ან გესტუმრონ
.

კურო
იყავით აქტიური, ნუ ჩამორჩებით ცხოვრებას. კარგი დღეა კვალიფიკაციის აამაღლებლად ან ცოდნის მისაღებად. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან.

ტყუპი
ქსელური მიმოწერაც გელით (ინტერესების ჯგუფებში) და მეგობრული შეხვედრაც. კარგი დღეა ონლაინკურსებზე ჩასაწერად. შეიძლება გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდეთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა ინფორმაციის მოსაძიებლად. განსაკუთრებით, თუ პროფესით ჟურნალისტი, ადმინისტრატორი, პედაგოგი ხართ. გაგიმძაფრდებათ ინტერესი სამეცნიერო-კვლევითი სფეროსადმი.

ლომი
ახალ ნაცნობებს გაიჩენთ ან ახალ საიტზე დარეგისტრირდებით. გულახდილი ხართ ყველას მიმართ, მაგრამ ეცადეთ, საიდუმლო მხოლოდ ერთგულ მეგობრებს გაუზიაროთ.

ქალწული
დღეს ყველას დამხმარე, მეგობრული და გამომგონებელი ხართ. გულით დაეხმარებით ოჯახის წევრებსაც და მეგობრებსაც. გაგიტაცებთ ტექნიკა, სამეცნიერო მეცნიერება, პროგრამირება. საქმეების გამო შეიძლება სამსახურში გვიანობამდე მოგიწიოთ დარჩენამ.

სასწორი
ენერგიული და კომუნიკაბელური ხართ. შეიძლება რუტინული საქმეები გვერდზე გადადოთ და დრო შემოქმედებით სფეროს დაუთმოთ. კარგი დღეა მეგობრული და რომანტიკული შეხვედრებისთვის. კარგი დღეა ახალი კლიენტების, სამეცნიერო კვლევისა და საექსკურსიო მარშრუტების მოსაძიებლად.

მორიელი
დღეს საოჯახო საქმეების მოგვარებით
იქნებით დაკავებული. შეიძლება მეგობრებს და ნათესავებს დაეხმაროთ სირთულეების დაძლევაში. ეცადეთ, არავინ გააკრიტიკოთ. თუ ბინაში ინტერიერის შეცვლას აპირებთ, რჩევა ოჯახის ყველა წევრს ჰკითხეთ.

მშვილდოსანი
დღეს თქვენს დაინტერესებას ქსელური ჭორები და ოჯახური ხმებიც კი გამოიწვევს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ყველა ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ. კარგი დღეა ვირტუალური ურთიერთობისთვის.

თხის რქა
მოაწესრიგეთ ფინანსური წვრილ-წვრილი საკითხები. შეიძლება შეგეცვალოთ შეხედულება მეგობრობაზე. ცვლილება გელით საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში.

მერწყული
დღეს მარტროობა არ გელით. მუდამ გამოჩნდება ადამიანი, ვისთანაც საერთო ინტერესები და სალაპარაკო თემა გექნებათ. კარგი დღეა სწავლისთვის, მიმოსვლისა და სამეცნიერო-საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

თევზები
კითხვებზე პასუხებს მიიღებთ. ეცადეთ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. შეიძლება უფროსმა დელიკატური თხოვნის შესრულება დაგავალოთ. ნუ გახდებით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული.
Print