ვიდეომასალაზე, სადაც ჩანს, რომ
16 დეკემბერს, თელავთან მომხდარი დაპირისპირების დროს, სავარაუდოდ,
ოპოზიციის მხარდამჭერთა მანქანაში მყოფ მოქალაქეებს წითელ ქურთუკში
ჩაცმული პირი სპრეის ასხამს, შსს-მ გამოძიება დაიწყო.
აღნიშნული ვიდეომასალა 17 დეკემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა
გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კადრების გადაღებისას
მანქანაში ოპოზიიციის 4 მხარდამჭერი იმყოფებოდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა უცნობი პირის მიერ მათ მანქანაში
სპრეის შესხმის შესახებ პირველად 16 დეკემბერს განაცხადეს. მაშინ,
რუსთავი 2-თან ინტერვიუს დროს, ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა,
ზურაბ მელიქიშვილმა თქვა, რომ მას “გაზი შეასხურეს”, რის შედეგადაც ის
და მასთან მანქანაში მყოფი პირები შეუძლოდ გახდნენ. მელიქიშვილი
მომხდარში პოლიცილებს ადანაშაულებდა.
ნეტგაზეთს ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ
კუპატაძემ უთხრა, რომ მსგავსი რამ პოლიციელების მხრიდან არ
მომხდარა.
რაც შეეხება დღევანდელ კადრებს, შსს აცხადებს, რომ აღნიშნულ ვიდეოში
დაფიქსირებული პირის დადგენა ამ დროისთვის მიმდინარეობს, რის შემდეგაც
მას გამოკითხვაზე დაიბარებენ.
ფოტო: რუსთავი
2