საქართველოში რეგისტრირებული მანქანა აზერბაიჯანში 2 ქალს დაეჯახა
გარადაღის რაიონის დასახლება საჰილში, საქართველოში რეგისტირებული მანქანა 2 ქალს დაეჯახა.
AzNews.az-ის ინფორმაციით, ელხან ისაევმა საქართველოში რეგისტრირებული “Opel” მარკის ავტომობილით, გზაზე გადამსვლელ 2 ქალს, სალთანათ მანსიმოვასა და ბალახანუმ ალიევას დაეჯახა.

დაზარალებულები სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ორივე ქალის მდგომარელობა საშუალოდ მძიმედაა შეფასებული.

ფაქტთან დაკავშირებით გარადაღის რაიონულმა პოლიციამ გამოძიება აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით დაიწყო.


წყარო: aznews.az

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები