ბატების ქურდობის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
ბატების ქურდობის საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო


როგორც რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გასროლა საფანტის იარაღით მოხდა. ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დადგენილია და გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - 117-ე, რაც ქურდობას გულისხმობს ხოლო, 122-ე ჯანმრთელობის დაზიანება აუცილებელი მოგერიების გადამეტებისას.

შეგახსენებთ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ყულარში, მეპატრონემ, ვისაც ბატები მოპარეს, ცეცხლი გაუხსნა.იცნიდენტი 16 დეკემბერს მოხდა.


როგორც რადიო მარნეულთან საუბარში სოფლის მკვიდრები ჰყვებიან, 4 პირი, რომლებმაც ბატები გაიტაცეს, მანქანაში ჩასვეს. იმ დროს, როდესაც მანქანაში ჩასხდომა დააპირეს პატრონმა მათ სთხოვა, რომ გაჩერებულყვნენ, თუმცა გაქცევა სცადეს. რა დროსაც მეპატრონემ ცეცხლასროლი იარაღი ამოიღო და ცეცლი გახსნა. ორი გამტაცებლიდან ერთს ტყვია მოხვდა. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები