შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში ”ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული ნ.ხ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ხ.-მ და ლ.ბ.-მ ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე "ჯეოსელის" ოფისში ფარულად შეაღწიეს, საიდანაც მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ორივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Photo: rustavi2


Print