საკანალიზაციო სისტემის გაწმენდისა და მოვლა-შენახვის ტენდერი არ შედგა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2019 წლის განმავლობაში საკანალიზაციო სისტემის გაწმენდისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისათვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 4 იანვარს დასრულდა.

ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად უნდა შეესრულებინა.

აღნიშნული სამუშაოების შესყიდვას მარნეულის მერია 21 186 ლარად გეგმავდა, მაგრამ ტენდერი არ შედგა. მასში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია.

როგორც მარნეულის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსმა ზანდა კვანჭიანმა გვითხრა, ტენდერი ხელმეორედ კვირის ბოლომდე გამოცხადდება.

რადო „მარნეული“


Print