12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გართობისა და გარემოს შეცვლის სურვილი გაქვთ. ეცადეთ, იუმორით შეხედოთ ყველაფერს. ნუ იქნებით საქმეების მოგვარებაზე ორიენტირებული, მეტად გაერთეთ და დაისვენეთ
.

კურო
შეიძლება სწრაფად ვერ გაერკვეთ სიახლებში, საქმეებში, გარემოში. სანამ ახალ რამეს შეიძენთ, გაეცანით მის მონაცემებს. მოერიდეთ სპონტანურობას.

ტყუპი
თუ წარმატების მიღწევა გსურთ, გაბედულად უნდა იმოქმედოთ. კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად, მაგრამ ექსტრემალური სპორტისადმი ცოტა სიფრთხილე გმართებთ.

კირჩხიბი
მეტად გამოავლინეთ გარშემო მყოფებისადმი მეგობრული დამოკიდებულება. ოჯახის წევრებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ყური დაუგდეთ რჩევებს.

ლომი
ფიზიკურად უნდა გააქტიურდეთ. შეხვედრების, თვალსაწიერის გაფართოების დღეა. შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინოთ. სანამ ადამიანს კარგად არ გაიცნობთ საკუთარ თავზე ნუ მოუყვებით, მისით კი მეტად დაინტერესდით.

ქალწული
სკეპტიკურობის მიუხედავად, ზოგჯერ ისეთ რაღაცებს იჯერებთ, რაც არ გეკადრებათ. შეძლებისდაგვარად შეეგუეთ საყვარელი ადამიანის ჭირვეულობას.

სასწორი
იყავით აქტიური და თამამი. მეტად უნდა ეცადოთ, რომ გამონახოთ საერთო ენა გ
არშემო მყოფებთან. ყურადღებით იყავით, არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები.

მორიელი
გადახედეთ გარემოს, გარემოცვას. შეიძლება რაღაცის შეცვლა მოგინდეთ. ზოგიერთი ახალი კომპიუტერული პროგრამის შესწავლას დაიწყებს. ზოგი - მობილურს შეიძენს. კარგი დღეა ტრენინგებისთვის.

მშვილდოსანი
უარი არ თქვათ მიპატიჟებაზე, ვირტუალურ დისკუსიებზე. შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. თუმცა, გულს ყველას ნუ გადაუშლით. არავის გაუმხილოთ ოჯახური საიდუმლო.

თხის რქა
არავის მოახვიოთ საკუთარი მოსაზრება. კარგი დღეა ინფორმაციის მიღება-გაცემისთვის, სწავლისთვის. მეტი დრო დაუთმეთ შეცდომების გამოსწორებას.

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ განწყობა, მეტად ოპტიმისტური გახდებით. კარგი დღეა ჩანაფიქრების განსახორციელებლად. შეიძლება ელექტროტექნიკისადმი გაგიმძაფრდეთ ინტერესი. მეტი ყურადღება გმართებთ ჯამრთელობისადმი.

თევზები
იყავით დაკვირვებული, არ დაუშვათ შეცდომები საქმეებში და ურთიერთობებში. შეხვედრებისა და ვირტუალური საუბრების დღეა. უსიამოვნების მიზეზი შეიძლება გახდეს საოჯახო საიდუმლო და მოუწესრიგებლობა.
Print