შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
12:09 / 29.01.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის
დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს
თანამშრომლებმა,
ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო
მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ
მყოფი გ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ თბილისში, ჯანაშვილის ქუჩაზე მდებარე
ერთ-ერთი ოფისიდან ოთხი ლეპტოპი მოიპარა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით.
წყარო: police.ge