წერეთლელებმა მხარი სარიტუალო დარბაზში სველი წერტილების მოწესრიგებას დაუჭირეს
წერეთელში „სოფლის კრება“ შედგა. მასში მონაწილეობა 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

დღეს, 10 თებერვალს შეხვედრა 12:00 საათზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ მას მოსახლეობის საკმარისი რაოდენოა, 200 მოქალაქე, არ ესწრებოდა. „სოფლის კრება“ წერეთელში დღეს შესაძლოა არ შემდგარიყო, მაგრამ თავდაპირველ შეხვედრაზე მისულმა მოქალქაეებმა მოსახლეობის მობილიზება საკუთარ თავზე აიღეს.

დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელი პროექტის განხორციელებისათვის დაეჭირა მხარი.
წერეთლის მოსახლეობამ მხარი სარიტუალო სახლში სველი წერტილების მოწყობას დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს წერეთელში „სოფლის კრება“ მეორედ ჩატარდა. პირველი შეხვედრა, 22 იანვარს, მოსახლეობის სიმცირის გამო ჩაიშალა.

სოფლის საერთო კრებები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ტარდება.

პროგრამის ფარგლებშ წერეთლისათვის 20 000 ლარია გამოყოფილი.

რადიო „მარნეული“

Print